Sunday, June 8, 2014
მეცხრე დღე
წარმოვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე უკუკავშირი ჩემი ტრენინგის მონაწილეებისაგან. გავითვალისწინე შენიშვნები. დავხვეწე შეფასების ფორმები და მივუსადაგე ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს. შევაფასე ჩემი კოლეგების პროექტები,ერთს გავუკეთე შავი პიარი, ერთს თეთრი. ვმადლობ ინტელის კომპანიას პროგრამის დაფინანსებისათვის. მადლობა ტრენერ მინდია დიდმანიძეს მოთმინებისა და კარგი თანამშრომლობისათვის. გისურვებთ წარმატებებს.
Saturday, June 7, 2014
მერვე დღე
ვიმუშავე ფასილიტაციაზე თავნამედრეოვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გავეცანი და დავხვეწე შეფასების სხვადასხვა რუბრიკა, გავეცანი კოლეგათა პროექტების ნიმუშებს და გავაკეთე კომენტარები, დავხვეწე და დავასრულე პროექტის ფორმა და შინაარსი, მოვახდინეთ პორთფოლიოს რუბრიკის ადაპტირება ჩვენს პორტფოლიოზე. დავხვეწეთ პორთფოლიო და განვათავსეთ ბლოგზე. მგონი საკმარიასია. არა?
Sunday, June 1, 2014
მეშვიდე დღე
დღეს შეფასების რეზიუმე გავაკეთეთ, გავაანალიზეთ პროექტისათვის საჭირო მასალის მოძიებისა და შევსების ფორმები, გავწერეთ პროექტისათვის საჭირო გეგმის სასწავლო პროცედურები, გევცანით პროექტებისათვის საჭირო რესურსებს, გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ფორმებსა და კითხვარებს, ჯგუფური მუშაობის სტრატეგიებზე ვისაუბრეთ, ასევე, განმავითარებელ შეფასებათა დადებით მხარეებზე და სხვა. კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. მგონი დღეისათვის საკმარისია.
Sunday, May 4, 2014
მეოთხე დღე
დღევანდელმა დღემ საკმაო წარმატებით ჩაიარა. ვისწავლე ბევრი რამ,მათ შორის მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ, სტანდარეტების მოძიება, პრეზენტაციების გეგმის შექმნა, შეფასების დროის ჩარჩო,
Saturday, May 3, 2014
მესამე დღე
მესამე დღე
ვისაუბრეთ სტანდარტებთან შესაბამისად. გავეცანით სასწავლო პროცესის დაგეგმვისათვის საჭირო მასალას, ოცდამეერთე საუკუნის მიზნების განსაზღვრის შესახებ, მოვიძიეთ და ჩავსვით მასალა ჩვენს სამუშაო გვერდზე, გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვების ნიმუშებს და გავაკეთეთ მათი ანალიზი. სამაუშაო ძალიან საინტერესოა, თუმცა ვფიქრობ დრო დაგვჭირდება მათ გასაცნობად და პრაქტიკულ საქმიანობაში ორგანიზებულად და სათანადოდ გადატანა.

Subscribe to:
Posts (Atom)